ფოთში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

ფოთში, ილიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სხეულის დაზიანება მიიღო. იგი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები