კაჭრეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ერთმანეთს საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსის ახალგაზრდა მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელებიც, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათ გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და, ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.