ავტოსაგზაო შემთხვევა საზოგადოებრივ მაუწყებელთან – მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა (ფოტო)
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა საზოგადოებროვი მაუწყებლის შენობის წინ რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ბრიგადები იმყოფებოდნენ.
დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.