იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ფოტოკოლაჟი
იგოეთთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგა ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ შეჯახებასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.