ქუთაისში დედას და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. მომხდარის შედეგაც მცირეწლოვანს დაზიანებები არ მიუღია. ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.