მაშველებმა სამი მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს
მაშველებმა სამი მამაკაცი მდინარე ლიახვში დახრჩობას გადაარჩინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქალაქი გორი) სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მდინარე ლიახვიდან სამი მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 3 მამაკაცი ტრაქტორით მდინარე ლიახვის გადალახვას ცდილობდა. მდინარეში წყლის დონის მომატების გამო ისინი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას საჭიროებდნენ.
სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.