სამტრედიის გამგეობის შენობაში ჭერი ჩამოინგრა
სამტრედიის გამგეობის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ჭერი ჩამოინგრა.
ამის შესახებ „კვირას“ სამტრედიის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ განუცხადა. ჭერის ჩამონგრევას მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია და შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ჭერი წლებია ამორტიზებულია და შეკეთებას საჭიროებს.