კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

 კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ყვარელი-გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მიმავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა და გზის სავალი ნაწილიდან 50 მეტრის მანძილზე გადავარდა. ოთხივე მგზავრს, მოტეხილობები და სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნება. დაზარალებულები თავდაპირველად ყვარლის, შემდეგ კი გურჯაანის საავადმყოდოში მოათავსეს. ავარიის მიზეზებს პოლიცია სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები