ფეისბუქი გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქციის შემოღებას გეგმავს
სოციალური ქსელი ფეისბუქი გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქციის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ Tech Insider-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ახალი ფუნქცია სატესტო რეჟიმში გამოიცდება. ასეთი ფუნქცია უკვე არსებობს მესენჯერში -Snapchat-ი. გაგზავნილი შეტყობინების წაშლის ფუნქციის ტესტირება 2015 წლის ნოემბრიდან ხდება. უახლოეს მომავალში ფეისბუქის მენიუში გაჩნდება ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება გაგზავნილი შეტყობინების ავტომატურად წაშლა 15 წუთის, 1 საათის, 4 საათის ან ერთი დღე-ღამის შემდეგ.