ტრამპი: პუტინი და ზელენსკი ზეთი და ძმარივით არიან
ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, შეძლებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას და განაცხადა, რომ ისინი ზეთი და ძმარივით არიან.
„ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვნახოთ. შემდეგ კი ვნახოთ, მომიწევს თუ არა იქ ყოფნა“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრის გეგმა არ არსებობს.
ტრამპმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ პუტინი და ზელენსკი შეხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ეს გეგმები ჯერ არ განხორციელებულა და აშშ-ს აშკარა პროგრესი არ აქვს მიღწეული ორი მხარის პირდაპირ მოლაპარაკებებზე დაყოლიებაში.