გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა
გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარზე არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გაფორმდა.
დაღვრილი საწვავი ამოირეცხა და ამ ეტაპზე აალების საშიშროება აღარ არის.