მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 15 წლის გოგონა ჩავარდა

თბილისის მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 15 წლის გოგონა ჩავარდა. როგორც „კვირას“ თბილისის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გოგონამ კიდურების ტრავმა მიიღო. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათივე ინფორმაციით, მოზარდის ლიანდაგში ჩავარდნისთანავე ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია, მემანქანემ კი მატარებლის დამუხრუჭება გვირაბის შუა ნაწილში, მალევე მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები