დიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ბოძს შეეჯახა
დიღომში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა ბოძს შეეჯახა. მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანქანაში პაციენტი არ იმყოფებოდა.
მძღოლს ალკოტესტი ჩაუტარდა და ნასვამი არ იყო.