საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 2,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან დასავლეთით, 6 კილომეტრში, სოფელ ბაისუბანში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 1:00 საათზე მოხდა. ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.