რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში, ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 13 მოზარდი მოიწამლა

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში, ქიმიური ნივთიერება ფოსფორის გაჟონვის შედეგად, 13 მოზარდი მოიწამლა.
როგორც სკოლის დირექტორი, არსენ დემეტრაშვილი აცხადებს, მე-5 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ თხევადი ფოსფორის ღამის სანათი სკოლაში მიიტანა, ბავშვებმა პლასტმასის კაფსულა საკლასო ოთახში გახსნეს და შეუძლოდ გახდნენ.
“მეხუთე კლასის მოსწავლემ სახლიდან მოიტანა ღამის განათების სპეციალური საშუალება, რომელშიც ფოსფორის კაფსულა იყო, შესვენებაზე ის ბავშვებს გაუხსნიათ, რის შემდეგაც პირღებინების შეგრძნება დაეწყოთ და შეუძლოდ გახდნენ, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
ბავშვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი უკვე გაწერეს. ექიმის რეკომენდაციით, 13-ვე მოწამლული რამდენიმე დღე სახლში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები