ლილოს დასახლებაში ჭურჭლის საწყობი დაიწვა
ლილოს დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ჭურჭლის საწყობს გამთენიისას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ობიექტის დაცვის წარმომადგენელი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთმა მეხანძრემ მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განუცხადა, ხანძრის შედეგად 450 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
”იწვოდა მთლიანი შენობის 450 კვადრატული მეტრი. შენობა წარმოადგენს სასაწყობო მეურნეობას, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ხანძარის ლოკალიზებისთვის მობილიზებული იყო 12 ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე ის ლოკალიზებულია”, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო12 სახანძრო მანქანა.