ფოთში გაუჩინარებული ჯიგა გოგოხიას ცხედარი ზღვამ გამორიყა
1-ელ აპრილს ფოთში გაუჩინარებული ჯიგა გოგოხიას ცხედარი გუშინ ზღვამ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორის ტერიტორიაზე გამორიყა.
იგი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი იყო. ცხედარს სოხუმში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ზღვამ მამაკაცის ცხედარი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გამორიყა.