ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს. შემთხვევა 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ექიმების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაზარალებულს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს მიღებული. ამ დროისათვის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები