სარფის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა

გამთენიისას, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. სამაშველო სამსახურის წარმომაგენლის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ტერიტორიაზე სპეციალური დამცავი ბადეები იყო გაკეთებული, თუმცა მეწყერმა ბადეებიც მოშალა. მეწყერის ჩამოწოლის დროს ტრასაზე მანქანა არ იყო, ამიტომ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. გზის აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, მიწის მასა თითქმის გატანილია. გზა ცალმხრივად გახსნილია, რამდენიმე საათში მეორე ნაწილიც გაიხსნება”, – აცხადებს მამუკა თურმანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები