ბორჯომსა და ახალციხეში 16 არარეგისტრირებული საამქრო გამოავლინეს

  ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ე.წ. „ცხელ წერტილებში“ ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების დათვალიერების შედეგად, 16 არარეგისტრირებული საამქრო გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, გამოავლინეს.
„უკანონო სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომავალშიც განახორციელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები