თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები