გორში ბუნებრივი აირით ექვსი ადამიანი მოიწამლა – მათ შორის 4 არასრულწლოვანია
გორში, კომბინატის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი და ოთხი არასწრულწლოვანი მოიწამლა. ისინი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.