კოპენჰაგენის "სისხლიანი" ზოოპარკი
კოპენჰაგენის ზოოპარკი, სადაც თებერვალში საზოგადოების თვალწინ ჟირაფი მოკლეს,ისევ სკანდალში გაეხვია. ზოოპარკის თანამშრომლებმა ორი ხანდაზმული და ორი ახალგაზრდა ლომი მოკლეს. მომხდარი კი ახალი პრაიდის შექმნის გეგმით ახსნეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ლომი ათი თვის ლომებს ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე შეჭამდა. ლომების ახალი ოჯახის შესაქმნელად რამდენიმე დღეში ზოოპარკში ახალ ხვად ლომს მიიყვანენ.