ქუთაისში ავტომანქანა სალონში შევარდა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი სილამაზის სალონში შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანებულია სალონის ინვენტარი.
,,აქვე მახლობლად ვცხოვრობ. საშინელი ხმა გავიგონე. გარეთ გამოვვარდი და ეს სურათი დამხვდა. შემთხვევის დროს სალონში ხალხი ისხდა, რომ დაინახეს, მანქანა შევარდა, უცებ წამოდგნენ და თავს უშველეს,”- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
წყარო: topnews