ვაკეში ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ჭავჭავაძის #19-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება მაღაზიისთვის მიყენებულ ზარალს, ის ჯერჯერობით დაუდგენელია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები