ფოთში ავარიის შედეგად, მოტოციკლეტის მძღოლი ლაშა გვალია გარდაიცვალა
ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად, 35 წლამდე ასაკის მოტოციკლეტისტი ლაშა გვალია გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, ნაშუადღევს მოხდა.
„კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც – ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.