ჩიკაგოში ,,აღმოჩენილი ბლუზი“ და ქართველი მუსიკოსის ამერიკული ქველმოქმედება

       თბილისშიმუსიკალური დიპლომატიადაამთავრა და მერე, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება იმ ,,სტატუსსამართლებდა. თუმცა მარტო დიპლომატი კი არა, – მუსიკალური ქველმოქმედიცაა. დღეს მის ამერიკულ ცხოვრებას ,- თბილისური მოგონებებიაფერადებს და ამდიდრებს“. ნინო არობელიძე, – შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი.

ქალბატონო ნინო, როგორ ცხოვრებს თბილისელი მუსიკოსი ყველაზე თავისუფალ სამყაროში?
– იცით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ, ჩემს თავს ალბათ “თბილისელ მუსიკოსს” ვერ ვუწოდებდი. ჩემი მუსიკალური განვითარება სწორედ შეერთებულ შტატებში დაიწყო, როდესაც 14 წლის  ვიყავი. დედა პროფესიით ბიოქიმიკოსი და მოლეკულური ბიოლოგიის წარმომადგენელი მყავს. როცა მამა როზალინდ ფრანკლინის უნივერსიტეტში მდებარე სამეცნიერო ლაბორატორიაში სამუშაოდ მიიწვიეს, მაშინ ჩვენ  – მამასთან და ძმასთან ერთად, აქ გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემი ოჯახი ემიგრაციაში წამოვიდა. მე კი სიმღერით სკოლაში დავინტერესდი, როდესაც გუნდში სიმღერა დავიწყე და პირველივე კონცერტზე „W. A. Mozart Regina Coeli Kv 276-“ ში სოლისტის პარტია მომცეს. იმის შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა, მართლაცდა, თავისუფლების ბაირაღი შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის, ეს აზრი სწორედ მაშინ ჩამენერგა.
თბილისის კოლეჯშიმუსიკალური დიპლომატიადაამთავრეთ. რას ნიშნავს დიპლომატია მუსიკალურ სამყაროში?10152817_721320734565758_42462948_n
– ყველა ხელოვანი, თავისთავად, დიპლომატია და  სამშობლოს, ხალხის, და გარკვეულ სულიერ და კულტურულ ფასეულობათა ელჩია. „მუსიკალურ დიპლომატიაში“ სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩემი აზრით, მუსიკოსის დიპლომატია (მუსიკალურ სამყაროში) იმას ნიშნავს, რომ მუსიკოსს ეძლევა საშუალება, გადალახოს კულტურული და ეთნოგრაფიული ბარიერები…
ჩიკაგოში ჩასვლის შემდეგ იქ ბლუზი ,,აღმოაჩინეთ“...
– ჩიკაგოში ჯაზის გარეშე ჩავედი, ჯაზი და ჩიკაგოური ბლუზი აქ “აღმოვაჩინე” და გულში ჩავიკარი, მას მერე განუშორებელი მეგობრები ვართ. ჯაზს ფესვები ბლუზში აქვს დაფუძნებული, ისევე როგორც როკს და მრავალი პოპულარული მუსიკის ფორმას (სოული, პანკი, ჰიპ-ჰოპი და ასე შემდეგ). ჩემი ინტერესი მსოფლიო მუსიკაში ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. ვიტყოდი, რომ ჩემი ფუნდამენტი, როგორც მუსიკოსისა, სწორედ მსოფლიო მუსიკაში იყო დაფუძნებული. ჯაზმა მომცა საშუალება, რომ ჩემი პიროვნება და ხასიათი შემენარჩუნებინა და ეფექტურად გამეზიარებინა, ბლუზმა კი  მუსიკაში გულწრფელობის დაფასება მასწავლა…
ქალბატონო ნინო, ჩიკაგოში მუსიკალური ჯგუფი “CrossRoads Project” ჩამოაყალიბეთ. ვინ არიან ამ ჯგუფში და რა სახლის მუსიკას ასრულებს ის?
– „CrossRoads Project“-ი, როგორც ჯგუფის სათაური გკარნახობთ, კრეატიული კოლექტივი იყო კრეატიული კონტექსტის ფონზე და ძალიან დადებითი როლი შეასრულა ჩემი, როგორც მომღერლის, ინდივიდუალური ჟღერადობის ხმის ჩამოყალიბებაში. ეს მუსიკალური თანამშრომლობა შედგებოდა კონტრაბასისტ ჯო მარკუსის, დრამერ ჯონ მეიერის, ფლამენკო გიტარისტ ჯიმ კოლინზორსის და ჩემგან (ვოკალი/გიტარა და პიანო). დრამერი ერთი წლის შემდეგ პერკუსინისტ ალენ ლეიკით შევცვალე.  „CrossRoads Project“-თან ერთად გამოვუშვი ალბომი, სახელად “Strange Brew”. ჯგუფი დავშალე რამდენიმე წლის წინ, რათა ჩემი სოლო კარიერისთვის  მეტი ყურადღება მიმექცია.
როგორ მიგიღოთ ამერიკულმა პუბლიკამ?
– ამერიკელმა პუბლიკამ ჩემი მუსიკა ადვილად, ინტერესითა და სითბოთი მიიღო და ძალიან მადლიერი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ჯაზის ლექსიკონი აქ ცხოვრების პერიოდში განვითარდა, ჩემი საკუთარი ხმა უფრო კლასიკურ ჯაზზე იყო დაფუძნებული და დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია და ინტეგრაცია განიცადა – უფრო და უფრო მეტად ჩემი, პერსონალური გახდა.10153431_721322411232257_7245795_n
თუ ოცნებობდით ისეთ ცხოვრებაზე, როგორიც დღეს გაქვთ?
– დიახ! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის საშუალება, მუსიკალური კარიერა მქონდეს, ვქმნიდე, ინოვაციით ვიყო დაკავებული და, რაც მთავარია, წვლილი შემქონდეს საზოგადოებრივ ზრდასა და გლობალურ პროგრესში.
რამდენადაც ვიცი, ამერიკაში ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავთ და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევით
– პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი აქტივობა ამერიკის შეერთებული შტატებით არ შემოიფარგლება და ნამდვილად გლობალური პროპორციების პრობლემას შეეხება – მრავალ ინიციატივაში ვმონაწილეობ. როგორც წესი, ეს პროგრესული სახის კონცერტებია, რომელთა დახმარებითაც გროვდება ფული იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვთა განვითარების (მაგალითად, მუსიკალური პროგრამები სკოლებში) პროგრამებს და ქალთა დახმარების ფონდებს (დაბალშემოსავლიანი, მაგალითად, თინეიჯერ მარტოხელა დედათა დახმარების ფონდი).
ჩემს საქველმოქმედო საქმიანობას ჯერ კიდევ სკოლაში ჩაეყარა საფუძველი, კონცერტის გამართვით  “boys and girls club”-ის ასაშენებელი ფონდები რომ მოვაგროვეთ. მე აგრეთვე “Big Brother and Big Sister” ინიციატივაში ვმონაწილეობდი და ეს საქმე კოლეჯში გავაგრძელე.
მართალია, სიკეთეზე საუბარი უხერხულია, მაგრამ იქნებ თქვენი სიკეთე და კონკრეტული საქმეები გაიხსენოთ?
– 2004 წელს ტაილანდის ცუნამის კატასტროფაში მოხვედრილი ხალხის დასახმარებლად  დიდ საქველმოქმედო კონცერტში ვმონაწილეობდი. 2005 წელს ჰურიკეინ კატრინას აღორძინების ფონდის დასახმარებლად საკონცერტო სერია მოვაწყე ჩემს უნივერსიტეტში და დაგროვილი თანხებით “money match” გაგვიკეთა (ანუ რასაც კი ვაგროვებდით, ისინი აორებდნენ), 2008 წლის აგვისტოს “Concert for Peace” (საქართველოს და რუსეთის კონფლიქტის პერიოდში); “Walk for Hope” (მკერდის სიმსივნის წინააღმდეგ გამართული მარათონი)… ყველაზე ბოლო აქტივობა გასულ დეკემბერს „ცისტიკ ფიბროსის ფონდის“ საპატივცემულოდ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი იყო. ამ თემატიკაზეც შემიძლია საათობით ვილაპარაკო. მაქვს გეგმები, რომ გავუკეთო ორგანიზაცია საკონცერტო ტურნეს საქართველოს ტერიტორიაზე და აგრეთვე საზღვარგარეთ (სპონსორებითურთ) და საქართველოში ობოლ ბავშვთა ორგანიზაციებს დავეხმარო.
თუ არის ამ ახალ ცხოვრებაში  ქართული გრძნობებისა და მოგონებებისთვის ადგილი?10154720_721320834565748_1758557842_n
– ამ ახალ ცხოვრებას ალბათ უფრო ახალ პერიოდს ვუწოდებდი. აქედან გამომდინარე, ყველა გრძნობა და მოგონება, რომელიც ჩემი წარსულის ნაწილია, ჩემი აქაური ცხოვრების ყოველდღიურობაში მონაწილეობს და ჩემს რეალობას აფერადებს და ამდიდრებს. საქართველოში დამრჩა ჩემი ბავშვობის თბილისი და საქართველო, რომელიც ქრონიკულად მენატრება და მაკლია. საქართველოში ცხოვრობს ჩემი ბევრი ნათესავი და ახლო მეგობარი. თბილისში მოვინათლე და ვისწავლე წერა-კითხვა…
 – შეგიძლიათ, მითხრათ, თქვენს რომელ ქართულ თვისებას ან ჩვევას ვერ შეელიეთ?
– ძალიან მიყვარს სახლში სადილების მოწყობა და მეგობრების დაპურება და ფუსფუსი.
კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ...
– რომელი საათია?
როდის იყავით ბოლოს სამშობლოში
– შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ საქართველოში ჯერ არ დავბრუნებულვარ! თინეიჯერობის პერიოდში ზაფხულობით ან ვმუშაობდი, ან ვსწავლობდი, ან დამატებით კლასებში ვმეცადინეობდი. სტუდენტობის დროს კი პერმანენტული რეზიდენტის სტატუსს ველოდებოდი და ბოლო რამდენიმე წელია ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ  ამ ოცნების განსახორციელებლად ფონდები და დრო ვერ მოვიხელთე. ვფიქრობ, ჩემი მენეჯმენტი წელს საკონცერტო ტურს დაგეგმავს თბილისიდან ბათუმის ჩათვლით და შემდეგ  საქართველოში ყოფნით ალბათ გულს ვიჯერებ…

 

 თეონა გოგნიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები