სამეგრელოში მომხდარ ავარიას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
წალენჯიხაში ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.