წაქცეულმა ხემ თელავის საბავშვო ბაღის შენობა დააზიანა – ჩაიმსხვრა ფანჯრის შუშები
ძლიერი ქარის შედეგად, თელავის პირველი საბავშვო ბაღის შენობას ხე დაეცა. დაიმტვრა შუშები, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, არც არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, დაზიანდა საკაბელო ტელევიზია „გორდას“ კაბელი, რის გამოც მისი მაუწყებლობა შეჩერებულია.
საბავშვო ბაღის დირექტორის, ნათელა ბასილაშვილის თქმით, ეზოში ძველი ხეების მოჭრას მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაჰპირდნენ.