გლდანში, პურის საცხობში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა გლდანის მე-3 მიკრორაიონში, პურის საცხობში მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.