„თბილისი მოლში“ „ზარას“ შენობაში ჭერი ჩამოინგრა
„თბილისი მოლში“ კომპანია „ზარას“ შენობაში ჭერი ჩამოინგრა. „ზარას“ ადმინისტრაცია „თბილისი მოლში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში განცხადებას გაავრცელებს.
„ზარას“ ადმინისტრაციის განცხადებით, ამ წუთებში შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ „ზარა“ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
როგორც „კვირას“ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა, შემთხვევა „თბილისი მოლში“ განთავსებულ „ზარას“ განყოფილებაში ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლში“ „ზარას“ მაღაზია იჯარით იყო გაცემული და იქ კომპანიას პროდუქცია უკვე მეოთხე წელია განთავსებულია. მისივე თქმით, თავის დროზე „ზარას“ მაღაზია თვითონ კომპანიამ ააშენა.