უბედური შემთხვევა ქუთაისში – სახლის აივნიდან მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი სახლის კორპუსიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ერთ-ერთი სახლის აივნიდან 50 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 47 ნომერში მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო ბრიგადის ეკიპაჟები. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები