სარეკლამო ბანერი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩამოიშალა, კომპანია “აუთდორ.ჯი“-ს ეკუთვნის

სარეკლამო ბანერი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის N11-ში ჩამოვარდა, კომპანია “აუთდორ.ჯი”- მ დაამონტაჟა, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანიის პრესსამსახურის უფროსმა ნუცა კანდელაკმა განუცხადა.
მისი თქმით, სარეკლამო ბანერის კონსტრუქცია ძლიერმა ქარმა დააზიანა.
ნუცა კანდელაკი „კვირასთან“ საუბრისას ვერ აკონკრეტებს, როდის განთავსდა თამარაშვილის N11-ში ბანერი.
„არ ვიცი, როდის დაიდგა ეს სარეკლამო ბანერი თამარაშვილის ქუჩაზე, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ადგილზე არიან და, სავარაუდოდ, 2 საათში ბანერის კონსტრუქცია აეწყობა. ამ დროისათვის, ვაკე-საბურთალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია, თუმცა ავტომობილები მაინც გადაადგილდებიან. სარეკლამო ბანერის მწყობრიდან გამოსვლას მძღოლებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა ნუცა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ თამარაშვილის 11 ნომერთან მდებარე ბანერის კონსტრუქციის ძირი გადატყდა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც აღნიშნულ მისამართზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები