ვაკე-საბურთალოს გზაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა – ფოტოკოლაჟი
რამდენიმე წუთის წინ ვაკე-საბურთალოს გზაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. შემთხვევა თამარაშვილის 11 ნომერთან მოხდა. ძლიერი ქარის შედეგად, ბანერის კონსტრუქციის ძირი გადატყდა და ძირს ჩამოვარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტელია და ადგილზე პატრულის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.