თბილისში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
თბილისში, ახოსპირელის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სამაშველო იყო მობილიზებული. საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო და ნგრევის სავარაუდო მიზეზად სწორედ დაზიანებული და ძველი კედლები სახელდება, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად თბილისის მერია ექსპერტიზას ჩაატარებს.