გვიან ღამით შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში გვიან ღამით შარტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მე-6 სართულზე, საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია 80 კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე შვიდი სახანძრო იყო მობილიზებული, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.