თბილისში მამაკაცი სავარაუდოდ სიცივის გამო გარდაიცვალა
თბილიში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ის სიცივეს ემსხვერპლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.