ზედა ვაშლოვანში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახი სახლ-კარის გარეშე დარჩა
ხულოში, სოფელ ზედა ვაშლოვანში, აბულაძეების 7- სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მთლიანად დაიწვა მათი საცხოვრებელი სახლი, საოჯახო ნივთები, ტექნიკა, თანხა და ძვირფასეულობა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ოჯახისთვის გამგეობა დახმარებას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.