გორში ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა
გორში ოჯახური კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ირაკლი. თ-მ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა.
“კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახის წევრებთან შელაპარაკებისას მოხდა.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. “კვირას“ ინფორმაციით მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.