თბილისში 28 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თვითმკვლელობის მორიგი ფაქტი თბილისში. „კვირას“ ინფორმაციით, 30 წლის ირაკლი იმნაძე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე 18 იანვარს მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, „კვირა“ შსს-ს დაუკავშირდა. ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტი უწყების პრესამსახურშიც დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ერთ-ერთი ვერსიით, იმნაძე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.
ცნობილია, რომ ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თვითმკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი იმნაძე საზოგადოებისთვის ცნობილი 13 ივნისის სტიქიის დროს გახდა. იგი, მეგობართან ერთად, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავშესაფარში ცხოველების გადასარჩენად სწორედ 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს მივიდა.
„თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA – ს თავშესაფარში, თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად…. 18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა. “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს. “მე თქვენ – ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით დაგვტოვა ირაკლიმ“,-წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები