დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ჰერმან ვან რომპეის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ივნისში გადმოტანასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. „ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება და მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჭირდება არგუმენტები საკუთარ ხალხთან სასაუბროდ, თუ რა სიკეთეებს უნდა ველოდოთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეხვედრაზე ჰერმან ვან რომპეიმ დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ევროპისკენ სწრაფვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები