დავით უსუფაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესზე და საქართველოსთვის მის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს .
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ დელეგაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით და მეგობრული რჩევებიც მისცა თავისი ქვეყნის გამოცდილებიდან. მან ასევე განაცხადა, რომ აჩქარება არ იქნება სასარგებლო, თუმცა აქამდე საქართველომ ყველა დავალება კარგად შეასრულა, რასაც ნატო და ევროკავშირი ამას შესაბამისად აფასებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.