“ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლიდა ჟვანიას საქმის გამოძიებას“

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ხელს უშლიდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას.
როგორც კობახიძემ “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია” საუბრისას განაცხადა, ეს ფაქტი იძლევა იმის ვარაუდს, რომ აღნიშნული საქმის გახსნა თავად ყოფილ ხელისუფლებას არ სურდა.
“ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირდა ხელს უშლიდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას. ეს პირდაპირ გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობა“ იყო დაინტერესებული ამ საქმის არ გახსნით, მისი მიჩქმალვითა და მტკიცებულებების დამალვით, იმიტომ, რომ როდესაც თავად ხელისუფლებაა გარეული ასეთ საქმეში, ცხადია, მათ არ აწყობთ გამოძიება. როდესაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ პროკურატურამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება, სრულიად ახალი გარემოებები აღმოჩნდა. გაჩნდა სრულიად საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ საბოლოოდ პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და ყველა ადამიანი, ვინც ცდილობდა თავისი გულგრილობით, მიჩქმალვით დაეფარა დანაშაული, დაისჯება“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები