ესპანეთში ქართველებმა ქართველები მოკლეს – რა კავშირშია სისხლიან გარჩევასთან „კახა რუსთავსკი“   

ესპანეთში მოკლული ქართველების ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. „კვირას“ ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქ. ტერასაში, საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ქართველებმა მოკლეს.12498437_1063796856976140_918242543_n
ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების – კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
როგორც „კვირას“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მოკლული გოჩა კაკალაშვილი რუსთავიდან იყო, გელა გალიშვილი კი თბილისიდან. მისივე ინფორმაციით, გალიშვილი და კაკალაშვილი ესპანეთში რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
კატალონიაში საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე თქმით, ესპანელ სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში. 10313807_1063797010309458_6488597461227126816_n
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ახალი წლის ღამეს ორი ქართველი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ქ. ტერასაში, ბარსელონის გარეუბანში მოხდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო. გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ. ორი ქართველის მკვლელობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, სროლის შემდეგ აივნიდან გადახტნენ და მიიმალნენ. პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. ადგილობრივი პოლიცია კიდევ ერთ პირს ეძებს.

12516065_10153393318849779_1304459296_n 
გოჩა კაკალაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები