დავით უსუფაშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს, შტეფან ფულეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის, ხოსე მანუელ ბაროზოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს ნაცვლად ხელს მოაწერს არა უგვიანეს ივნისისა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის თვეები კი არა, საათებიც კი მნიშვნელოვანია დავით უსუფაშვილმა და შტეფან ფულემ აგრეთვე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობაზე საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები