როგორ დაიწვა ქირურგი გუგა ქაშიბაძე და რითი გამოირჩევიან დანარჩენი მსოფლიოსგან მისი პაციენტები

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საკუთარ პროფესიაზე, გატაცებებზე და ქართველი პაციენტების უნიკალურობაზე საუბრობს…

 

–  როგორ აირჩიეთ პროფესია?
– 
პროფესიის არჩევაზე დიდად არ მიწვალია, რაც  თავი მახსოვს, თითქმის სულ ექიმობა მინდოდა. შემეძლო სხვა პროფესიის ვყოფილიყავი, მხატვარი ან არქიტექტორი.  შემეძლო სწავლა ბიოლოგიურზეც გამეგრძელებინა, მაგრამ სერიოზული არჩევანის წინაშე არასოდეს  ვყო12380228_1179419382086668_1979766636_nფილვარ. მითუმეტეს ოჯახური ტრადიცია ექიმობა არ ყოფილა. თუმცა მეც ჩემი დაც და ჩემი მეუღლეც ექიმები ვართ…

–  ასე ძალიან რატომ გინდოდათ ექიმობა?..
– 
ვერ გეტყვით, ასე ჩემი თავისთვის არ მიკითხავს, მაგრამ ყოველთვის ჩემს თავს  ამ პროფესიაში ვხედავდი. შეიძლება ეს იყო ადამიანების მიმართ დახმარების სურვილი,  გარკვეული აზარტი, გამოწვევა… ჩემი თაობის ახალგაზრდებში ძალიან პრესტიჟული იყო სამედიცინო და იურიდიული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის არ ყოფილა პროფესიის განმსაზღვრელი… თუმცა, უნდა გითხრათ, რომ როცა მეკითხებოდნენ, რა პროფესიას ავირჩევდი,  ყოველთვის ვმალავდი და პასუხს თავს ვარიდებდი. როცა ვაბარებდი, მაშინ ვთქვი, რომ სამედიცინოზე შევიტანე საბუთები.
– როგორ აირჩიეთ მიმართულება, „დამწვრობის“ გზაზე სიარული რთული არ იყო?
– 
ამას უნდა ვუმადლოდე ბატონ ბესიკ იაშვილს, ვინც არის ფუძემდებელი ამ დარგის და ვისი სახელობსაც არის ახლა დამწვრობის ცენტრი. გავბედე და მივედი ბატონ ბესიკთან, გადავდგი ეს ნაბიჯი, ძალიან მინდოდა მისი მოსწავლე ვყოფილიყავი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა, იშვიათია პიროვნება, დარგის ფუძემდებელი და შემქმნელი იყოს და შემდეგ ამ დარგს დროისთვის გაეძლოს. კარგად ჩამოყალიბებულიყოს. სწორედ ამიტომ ბატონი ბესიკის  ფაქტორმა გადაწყვიტა, რომ ამ გზას
დავდგომოდი, კლასიკური  ქირურგი რომ გავხდებოდი, ვიცოდი, მაგრამ რა გზას ავირჩევდი… ახლა რომ ვუყურებ ჩემს განვლილ ცხოვრებას,  მქონდა  მომენტები, როცა დანის პირზე გავიარე და გზიდან არ უნდა გადამეხვია, თავი არ დამენებებინა. თითქოს რაღაც წვრილმანები იყო,  ნიშნები, პირობითობა, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა. აღმავლობის პერიოდიც მქონია, სადღაც იმედგაცრუებაც, დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც, წარუმატებლობა და წარმატებებიც, მაგრამ არცერთი წამით შემპარვია ეჭვი, რომ სხვა პროფესი12358438_1179419372086669_266966351_nა უნდა ამერჩია. მიუხედავად იმისა, რომ მეც იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, როცა გვქონდა უშუქობა, გათბობის პრობლემა, სანთლის და ფარნების შუქზე გაგვიკეთებია კლინიკაში ოპერაცია. მაგ თაობის ქირურგი ვარ, როცა ფეხით დავდიოდი სამსახურში…
– რა გაძლევდათ ძალას, ექიმის ფიცი არის კი, მაგრამ…
– 
ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რომელი კურსი იყო და  ჰიპოკრატეს ფიცის ეს რიტუალი ნამდვილად არ მახსოვს… თეთრი ხალათი რომ ჩავიცვი და პატივი მქონდა, რომ თეთრი ხალათი მცმოდა, ეს სტუდენტობისას მოხდა. როგორც ჯარისკაცი მუნდირს რომ ჩაიცვამს, ასეთივე გრძნობა იყო ეს ჩემთვის. მუნდირი გცვლის ადამიანს, ასეა თეთრი ხალათიც… ჩვეულებრივად ვერ მოიქცევი, გავლენას ახდენს, გარკვეულ კოდექსს გიწესებს, შენც და გარშემომყოფებსაც. ჩემთვის თეთრი ხალათი იგივე მუნდირია. ძალიან მტკივნეულად განვიცდი თვითონ პროფესიაზე შეხებას, კამათს, დარგზე ექიმებზე, სულით ხორცამდე ექიმი ვარ…
– პირველი პაციენტი…
– 
პირველი პაციენტი, რა თქმა უნდა, მახსოვს, პირველი კი არა, პირველი ათიც მახსოვს. არასოდეს დამავიწყდება… ისე დაემთხვა, რომ დახლოებით 7 წლის მერე იგივე ბავშვი ისევ ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე ვერ ვიცანი, ვერც თავაად მიცნო, ბუნებრივია, გაზრდილი იყო. მაგრამ ბებიით გავიხსენე, ბებია უსინათლო ჰყავდა და თავთან ეჯდა, სიმღერებს უმღეროდა 12358449_1179419262086680_592671151_nდა ესაუბრებოდა. მძიმე ბავშვი იყო და ამ ყველაფერთან ერთად შთამბეჭდავი სურათი –  ბებიის სიმღერა და მისი ხმა დღემდე კადრებად მახსოვს.
– თქვენი პაციენტი, მეგობარი…
– 
მეგობრებიც მყოლია, ნათესავებიც. საკუთარი ბებია, მამაჩემის დედა მყავდა დამწვარი.  ბუნებრივია მე იქ უკვე აქტიურ მონაწილეობას ვერც ვღებულობდი. უბრალოდ ვიყავი ავადმყოფის პატრონი, ვერსად შევდიოდი. ვერანაირ დონეზე გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობდი, ვიყავი, როგორც პატრონი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ძალიან მიჭირს, როცა ოჯახის წევრია.
– პაციენტები, რომლებიც არ გავიწყდებათ…
– 
არიან პაციენტები, რომლებიც  რაც არ უნდა მოხდეს,  არასოდეს გავიწყდება… ერთხელ 9 წლის ბიჭი გვყავდა ხარაგაულიდან. მაღალი ძაბვის დამჭერი ბოძზე მიეკრა, ქვემოდან მშობლები და ნათესავები ხედავდნენ, სადენზე ნახევარი საათის განმავლობაში იყო  ჩამოკიდებული,   ხარაგაულიდან ქუთაისის კლინკაში გადაიყვანეს, მერე ჩვენთან და ბავშვი გადარჩა. ორივე ზემო კიდური დაკარგა, ფაქტობრივად სახის ნახევარი და გულმკერდი. გავუკეთეთ ორმაგი ოპერაცია. ჩემი 72  კოლეგა მონაწილეობდა და ვერავინ იტყვის, ვინ უფრო მეტი როლი შეასრულა მის გადარჩენაში,  საბოლოოდ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ასევე მახსენდება ბიჭი, რომელმაც ძველი ბზების წვის დროს წყნეთის ეკლე12366756_1179419475419992_1352136372_nსიის ეზოში მიიღო დამწვრობა. თვენახევრის განმავლობაში რეანიმაციაში გვყავდა და არავის სჯეროდა, რომ გადარჩებოდა. მაგრამ თვითონ, თავიდანვე თვალებში ისეთი ნაპერწკლები ჰქონდა,  ჩვენც დაგვაჯერა, რომ გავიმარჯვებდით და ასეც მოხდა. ეს მარტო ერთი კაცის გამარჯვება არ არის, ეს უკვე გუნდური მუშაობაა.
– ლეღვი არ გიყვართ…
– 
ლეღვი არ მიყვარს, ვჭამ, მაგრამ… საოცარი ფენომენია ეს ქართული ფენომენი…  დაახლოებით 14 დამწვრობის ცენტრთან მაქვს  ურთიერთობა მსოფლიოში და  ვერც ვეკითხები, მათაც თუ აქვთ მსგავსი გამოცდილება.  62 წლის ქალბატონი მახსენდება, ბებია, უკვე შვილიშვილებიც ჰყავდა. არ მომიხარშავს, ქვასანაყში ჩავნაყე და ისე წავისვიო. რატომ დავიწვიო, უკვირდა. მთელი ქიმიური ფორმულები მაქვს ჩემი თვალით ნანახი, წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ.
– თქვენ თუ მიგიღიათ დამწვრობა?
– 
მყინვარწვერზე…  მიუხედავად საჭირო ზომებისა, რომ დამწვრობა არ მიმეღო ხელის მტევნებზე და სახეზე, მაინც დავიწვი.  ჩამოვედი, მეორე დღეს ოპერაცია მქონდა დანიშნული. შევედი საოპერაციოში და რომ შემომხედეს, ყველას გაეცინა. მხოლოდ ეს მახსენდება, სერიოზული დამწვრობა არასოდეს მიმიღია. ვიცი, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ შემთხვევას და თავს ვარიდებ. ფრთხილი ვარ…
– თქვენი პროფესიის გარეთ, გაქვთ ძალიან ბევრი გატაცება…
– 
ჩემი ძირითადი გატაცება მხატვრობაა. ვხატავ ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, არანაირი პრეტენზია მაქვს. 12367109_1179419505419989_328743752_nსამხატვრო განათლება პიონერთა სასახლეში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მივიღე.  მახსოვს, ხატვის წრეზე  ადრე მივედი, გარეთ ვთამაშობდით. ერთ ბიჭს შემთხვევით ქოთანი გადმოუვარდა და გატყდა. მასწავლებელი გამოვიდა და სამი ბიჭი დაგვიჭირა, ისეთი გაგვისილაქა, დღემდე მახსოვს იმის გემო. მეორე დღისთვის  15-15 მანეთი დაგვაბარეს, ისე მერიდებოდა, სახლში ვერ ვთქვი და ასე დავანებე თავი ხატვის წრეზე სიარულს…  თუმცა, ხატვა ჩემი თანამონაწილეა, რაც თავი მახსოვს, სულ კალამი და ფურცელი მიჭირავს.  ჩემი ძირითადი განტვირთვა და  დასვენება – ეს არის ხატვა. – სამსახურში თუ ახერხებთ…
– 
სამსახურში უფრო ნაკ12386767_1179419555419984_571853210_nლებად. პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებ. ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჰობი, ეს ჩემი სამყაროა. ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე წარმოუდგენელია. გამოფენებშიც ვმონაწილეობ ხოლმე,  ექიმების ჯგუფი ვართ და დაახლოებით სამ წელიწადში ერთხელ გამოფენებში ვმონაწილეობთ.
– რას ხატავთ ხოლმე?
– 
დაახლოებით სურეალისტური ნახატებია. მკაფიო მიმართულება არ მაქვს. თუმცა, გამოფენიდან ნახატებიც გამიყიდია.   ამერიკელი ტურისტი იყო, რომელმაც შეიძინა სამი ნახატი. ბუნებრივია, ის თანხა გაცილებით ნაკლები იყო იმასთან შედარებით, რაც ის ნახატი ჩემთვის ღირდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემი ნახატით ვინმე დაინტერესდა, ჩემთვის  ძალიან სასიხარულო იყო…
– ექსტრემი…
– 
ეტყობა, ადრენალინის მოყვარული ვარ. ნებისმიერი სპორტის სახეობა მიზიდავს, რაც  ადრენალინთან არის დაკავშირებული, ოღონდ ეს არ უნდა ეხებოდეს  მოტორს.  მანქანა, მოტოციკლეტი ეს ჩემი არ არის. დანარჩენი ყველაფერი მიტაცებს –  პარაპლანით ფრენა, თხილამურები, სნოუბორდი, წყლის თხილამურები, ცხენი და ა. შ. რაც შეეხება ალპინიზმს, მოყვარულის დონეზე ვარ. თუმცა ძალიან მხიბლავს.  დიდი იმედი მაქვს ზაფხულში განმეორებითი შევეცდები მყინვარზე ასვლას. წელს ბოლომდე ვერ ავედით.
– რატომ გიტაცებთ ასე მწვერვალზე ასვლა?..
– 
ალბათ საკუთარი თავის გამოცდა არის. რა რესურსები გვაქვს, რაზე ვართ წამსვლელი. ძალიან რთულია მწვერვალზე ასვლა… გზაში ფიქრობ, რა გინდოდა, გარკვეულწილად საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაა. 12387810_1179419512086655_171374417_nიმარჯვებ, მარცხდები და ეს ყველაფერი ბრძოლაა საკუთარ თავთან. ყოველ შემთხვევაში, იქიდან რომ ჩამოდიხარ, გაცილებით  სხვანაირად უყურებ ყველაფერს, ყოფითი პრობლემები, რაზეც აქ ფიქრობ და ნერვიულობ, იქ ისე პატარავდებიან. გაცილებით უფრო სუფთა ჩამოდიხარ, განტვირთული  და  უფრო მეტად გაბედული. არ არსებობს პრობლემა რომელსაც ვეღარ მოერევი…
– მეუღლე…
– 
ჩემი მეუღლე თამარ აბურჯანიძე პედიატრია, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს. ერთმანეთი ინსტიტუტში არ გაგვიცვნია, სამედიცინო კონფერენციაზე შევხვდით. 14 წელია, რაც დავქორწინდით და ერთი შვილი – 13 წლის  ბარბარე ქაშიბაძე გვყავს.
– თქვენი სახლი, სხვა სამყარო…
– 
თვითონ სახლის დიზაინი არის ერთობლივი ჩემი და ჩემი მეუღლის. თანამედროვე დიზაინი არცერთს არ გვიყვარს. სახლში გვაქვს ძველი ნივთები, ძალიან ბევრი ნახატი, მამაც ხატავს, მოყვარული მხატვარია და დედაც ხატავს… ძირითადად, მათი ნახატები მაქვს. თუმცა ექიმს ხშირად მჩუქნიან ნახატებს. ეს ყველაფერი კი ქმნის სახლის აურას.
– როგორი აურას ქმნის?…
– 
სახლი  ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. ერთი სული მაქვს, სახლში როდის მოვალ, შემოვდივარ სიმშვიდეში, სიწყნარეში, ჩემს სამყაროში, სახლიდან გასვლაც კი არ მინდა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემთან ვინც მოდის, მიხვდეს, რომ ჩემთან მოდის და დაამახსოვრდეს. ჩემგან რომ გახვალთ კედლის ფერი არ გემახსოვრებათ. ჩესმ სახლს ნეიტრალური ფერები აქვს.
– თოჯინები…
– 
თოჯინებს მე თავად ვაკეთებ. ასევე მჩუქნიან. ხელოვნებასთან ძალიან ახლოს ვარ. ნატურით შემოქმედი ვარ. მგონია, რომ ექიმობაც არ არის შორს შემოქმედებისგან.
– ულვაში…12388237_1179419442086662_1297027607_n

– სტუდენტობის დროს, როცა ბიჭები ულვაშს ატარებდნენ, მე მაშინ არ მქონდა. ექიმი ვიყავი, როცა რამდენჯერმე ვცადე. რამდენიმე წელია, აღარ გამიპარსავს,  ულვაშს ვატარებ და მაქვს ჩოხაც. რაღაც გარკვეული მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ მგონია, რომ დავფიქრდი, ეს  ალბათ გარკვეული პროტესტია ამ გლობალიზაციის და თანამედროვეობის. ასე გამოვხატავ… ასეთ ულვაშს ჩვენს საუკუნეში აღარ ატარებენ. თუმცა, ერთხელ მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ ვიყავით და ვიღაც გერმანელი კაცი გადამეხვია, რომელსაც დაახლოებით ჩემსავით „დიიიდი“ ულვაში ჰქონდა. გარკვეულ კოლეგიალურობას თითქოს გრძნობ  და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავ.
– განწყობაზე თუ მოქმედებს…
– 
ჩემს თავში ეს დავიჭირე, რომ ჩოხა და  ულვაში სადღაც არის შინაგანი პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ… და არ მინდა, ამას მოვწყდე… ეს თავისით წამოვიდა. მთავარია მეუღლეს მოსწონს…

 

 

ნინო ჯაჯანიძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები