„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას სთხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურას სამართლიანობის აღგენის პროცესის დაჩაქრებას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებით სთხოვენ და ყოფილი მმართველი პოლიტიკური გუნდის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
„სამარათლიანობის აღდგენის პროცესი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის გამოძიების დაჩქარებას, გადაწყვეტილებების დროულად და ჯეროვნად მიღებას გულისხმობს. საგანგაშო და საყურადღებოა გაზეთ „ალიაში” გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით კეზერაშვილი, სხვადასხვა დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი. ეს არის ძალიან სერიოზული გარემოებები და ფაქტები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. სამართლიანობის აღდგენის პროცესი პროკურატურამ დავით კეზერაშვილის საქმის გამოძიებით უნდა დაიწყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზეთი მზაობას გამოთქვამს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც რედაქციას გააჩნია, საქართველოს პროკურატურას გადასცეს”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც გაზეთმა დღეს დაბეჭდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების დანაშაულებრივ საქმიანობას ცხადყოფს. „ალიაში“ გამოქვეყნებული ინფრომაცია გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაპროვიცირებელი გახდა სწორედ დავით კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთმა კარგად იცოდა, რომ იარაღის ასეთი ოდენობით შეძენა არაადეკვატური იყო. ამას ერთვოდა ყოფილი პრეზიდნეტის პერმანენტული აპელირება იმაზე, რომ ქართულ ჯარს შესწევს ძალა დაიბრუნოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. საზოგადოებამ უნდა გაიგოს მთავარ კითხვაზე პასუხი. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის PR-ის და მილიონების შოვნის დაუცხრომელმა სურვილვა მიგვაღებინა თუ არა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი. ჩანს, რომ კონტრაბანდული იარაღით მილიარდები იშოვა მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა.
სავარაუდოა, ამ ფულით დღემდე ფინანსდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც, თუკი გამოთქმული ბრალდებები მართლმსაჯულებამ დაადასტურა, თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივ ორგანიზაციად. გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ინფორმაციას ხელისუფლება 2009 წლიდან ფლობდა. ამიტომაც, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდა. ჩანს, რომ კეზერაშვილის კომპანიის ბრუნვები გეომეტრიული სისწრაფით იზრდებოდა და ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენება. 800 მლნ დოლარი საქართველოს ბიუჯეტის მეხუთედი სააკაშვილს და კეზერაშვილს საკუთარ ჯიბეში მიქონდათ.
მაინტერესებს, სად გაემგზავრა უკვე უფლამოსილება შეჩერებული გიგი უგულავა. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ვიზიტები ამ მილიარდების შენარჩუნებას უკავშირდებოდეს. სავარაუდოა, რომ თუკი გაზეთში გამოქვეყნებული მოსაზრებები სიმართლეა, ბაჩო ახალაიაც სწორედ ამიტომ დაბრუნდა თავის დროზე საქართველოში. მისი თავდაცვის მინისტრობის დროს არ შეიძლება იგი არ ყოფილიყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი. ყველამ კარგად ვიცით კეზერაშივლის კავშირების შესახებ ნავთობკომპანიასთან, რომელიც სახელმწიფო რეკეტის საშუალებით ჩაიგდო ხელში და დღეს ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. მიხეილ სააკაშვილის „გაღლეტილი“ მინისტრების სია გაცილებით დიდია და ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის. ამიტომაც, მივმართავთ პროკურატურას გამოითხოვოს „ალიას“ რედაქციისთვის ცნობილი მასალები და დაიწყოს ეფექტური გამოძიება“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.