ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს 49 წლის მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს 49 წლის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრია და ის ახალგორის რაიონის სოფელ ახმაძთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს.
„ამჟამად სასამართლოში ამ ადამიანის საქმის გადაცემის საკითხი განიხილება“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ზნაურის რაიონში დაკავებული ორი ქართველი 5 დღის შემდეგ ჯარიმის გადახდის სანაცვლოს გაათავისუფლეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, 49 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები