ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიიდან 5 დღის წინ უკანონოდ დაკავებული 2 ქართველი გაათავისუფლეს.
როგორც კუკური მაჭახაშვილი და დავით მინდიაშვილი ყვებიან, ოკუპანტებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა საქონელს მწყემსავდნენ.
დაკავებულები ჯერ რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ – ცხინვალის ციხეში, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები