ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სოხუმში საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული გელა ბაკურაძე დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა aiaaira.com ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მას “საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” ადანაშაულებენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გელა ბაკურაძემ 1-ელ ნოემბერს. ე.წ. საზღვარი გალის რაიონის სოფელ ფიჩორთან გადაკვეთა, რაც, სოხუმის ინფორმაციით, „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით მოხდა“.
გელა ბაკურაძის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

12208213_10204837803136505_1969180542_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები